суббота, 16 ноября 2013 г.

ტრენინგის მერვე დღე: მთელი მასალების თავმოყრა, ატვირთვა და გამოქვეყნება, იქმნებოდა ილუზია იმისა, რომ საინფორმაციო ოკეანეში შევცურეთ და ვიკარგებოდით, ბოლოს მაშველი რგოლი თამუნამ გადმოგვიგდო და მშვიდობით დამთავრდა ჩვენი ექს
პანსია. ვემზადებით ხვალინდელი პრეზენტაციისათვის.

суббота, 9 ноября 2013 г.

ტრენინგის მეექვსე დღეც მიიწურა, ახლა უფრო მრავლისმომცველი და საინტერესო ხდება მუშაობა, ბევრი რამე გავათვითცნობიერეთ, მაგრამ მაინც არსებობს ცოტაოდენი დაძაბულობა, რაც უშუალოდ ინფორმაციის მრავლისმომცველობაში და აღქმაში ვლინდება,
თამუნა ჩვენთვის მუშაობს, ჩვენც გზები ინდივიდუალურად გაგვყავს, მაგრამ ყველა ერთ მიზანს ვემსახურებით - ცოდნის შეძენას და მე ეს მომწონს


პატივისცემით,
ინგა ხავთასი

воскресенье, 27 октября 2013 г.

მესამე დრე მეტად რთული აღმოჩნდა პროექტის მომზადების გზაზე, ვისწავლეთ შაბლონთან მუშაობა, პროექტის გეგმის შედგენა, კითხვების მომზადება, თემატური, შინაარსობრივი და ზოგადი კითხვების დასმა. ვაგრძელებთ მუშაობას. იმედი მაქვს გვირაბის ბოლოს გამოჩნდება სინათლე. 
პატივისცემით,
ინგა ხავთასი

суббота, 26 октября 2013 г.

საინტერესო და რთული დღე, სწრაფად განვითარებული უნარები- პროექტის ბროშურის შექმნასთან დაკავშირებუთ.  სწავლების მეთოდიკა მოიაზრებდა ინდივიდუალურ მუშაობას საკუთარ პროექტებთან მიმართებაში, შემოქმედეწბითობას, და კრეატიულობას. ამდენად ვაგრძელებთ მუშაობას, რთულ და შემოქმედებიტ გზაზე, ჩვენი მეგზურის თანხლებიტ. გმადლობთ ქალბატონო თამარ დახმარებისათვის.
ამ კურსის გავლის შემდეგ მე მომეცემა საშუალება   პრაქტიკულად გამოვიყენო ნასწავლი მასალა  სასწავლო პროცესში, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ბლოგის საშუალებით ურთიერთობა დავამყარო ჩემს მოსწავლეებთან, მოვამზადო საინტერესო პროექტები და ამგვარად საინტერესო და მრავალფეროვანი გავცხადო ჩემი მუშაობა.